Thursday, June 7, 2012
სახვითი ხელოვნება
სახვითი ხელოვნება მოიცავს მხატვრობას, სკულპტურას, ფოტოგრაფიას და ხელოვნების სხვა ისეთ სახეებს, რომელთა პირველადი ბუნება ვიზუალური ხასიათის ნამუშევართა შექმნაა. სახვით ხელოვნებას განასხვავებენ საშემსრულებლო ხელოვნების, სიტყვის ხელოვნების, კულინარული ხელოვნებისა და სხვა მსგავსთაგან; თუმცა განსაზღვრება მკაცრი არ არის და მრავალი ხელოვნების შემსწავლელი დისციპლინა მოიცავს სახვით ხელოვნებას სხვა ტიპის ხელოვნებებთან მიმართებაში.
ხელოვნება
ხელოვნება, ვრცელი გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა ნაწარმოებებში, რომელიც აერთიანებს სინამდვილისა თუ მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს. სიტყვა ხელოვნება აღიქმება როგორც ბუნების საპირისპირო ცნება. ამ აზრით ხელოვნებას მიეკუთვნება ყველაფერი, რაც არაბუნებრივი წარმოშობისაა, ანუ შექმნილია ადამიანის (ავტორის, ხელოვანის) მიერ. თანამედროვე ინტერპრეტაციით, ხელოვნების განსაზღვრებები ასახავენ ესთეტიკურ კრიტერიუმებს, და ტერმინი ერთნაირად შეეხება ლიტერატურას, მუსიკას, ცეკვას,დრამატურგიას, მხატვრობას, სკულპტურასა და არქიტექტურას.
ვიწრო გაგებით, ხელოვნებაში გულისხმობენ მხოლოდ სახვით ხელოვნებას, ანუფერწერას, გრაფიკას და ხუროთმოძღვრებას. სიტყვა ხელოვანს მეტაფორული მნიშვნელობითაც იყენებენ და იგი აღნიშნავს ცოდნის, ოსტატობის მაღალ დონეს ნებისმიერ საქმიანობაში.
შუა საუკუნეებში ტერმინი ხელოვნება გამოიყენებოდა სწავლების აღსანიშნავად, განიხილებოდა როგორც შეცნობის ინსტრუმენტი. ამ ეპოქის შვიდ თავისუფალ ხელოვნებას მიეკუთვნებოდა: გრამატიკა, ლოგიკა, რიტორიკა, არითმეტიკა, მუსიკა, გეომეტრია დაასტრონომია. დასავლურ კულტურაში ვიზუალურ ხელოვნებათა შორის საუკუნუნეების განმავლობაში რჩებოდა მხოლოდ ფერწერა და სკულპტურა. ისლამურ კულტურაში ძირითადი ფორმა ორნამენტი იყო, ვინაიდან ეს რელიგია ცოცხალი არსებების გამოსახვას კრძალავდა. ზოგიერთ კულტურაში ნიღბები, ტატუირება, კერამიკა და ლითონის ნაკეთობები იყვნენ სახვითი ხელოვნების ძირითადი ფორმები. ტექნიკურმა პროგრესმა შესაძლებელი გახადა ხელოვნების ახალი ფორმების გაჩენა, როგორებიცაა: ფოტოგრაფია და კინო, ხოლო თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიები ხილული სახეების სრულიად ახალი ფორმების შექმნისა და წარმოდგენის საშუალებებს იძლევა.
Friday, March 30, 2012
ანტიკური ხელოვნება
ბერძნულმა ხელოვნებამ კლასიკური სიმშვიდე,ტანჯვა და მშვენიერება ერტნაირი წარმატებით გამოსტაცეს ქვასა და ბრინჯაოს.
ადამიანის მიქნილობა,ეპოქის ტრაგიკულობა,დამპყრობელტა სისასტიკეა უკვდავყოფილი ამ ქმნილებაში.ხელოვანთ სწამთ,რომ ნიჭი,ძალა,მშვენიერება და სიბრძნე არ ემორGილება დროებით გაბატონებულ დესპოტთა სირეგვნეს,ის უკვდავია დროსა და სივრცეში,ძალადობა კი_წარმავალი.
ეს მართალია,იმის მიუხედავად,რომ ძველი მსოპლიო რუკის მარგალიტი_საბერძნეტი რომის უხეშმა კოჰორტებმა დაიპყრეს,შეწყდა დიდი ხელოვნების მაჯისცემა და ამიერიდან დაიწყო რომის ხელოვნების ისტორია .
I საუკუნე ძველი წელტაღრიცხვისა_განსაკუთრებით ძველი ბერძნული ხელოვნების საუკუნეა.ამ დროის ქმნილებებიდან კიდევ ორიოდეს დავასახელებთ.
აპოლონიოს ნესტორის ძის “მჯდომარე მძლეოსანი” ბრინჯაოს ვაჟკაცია,დგესაც რომში დგას და ალმაცერად უყურებს ზვიად დამპყრობლებს.
ამავე ოსტატისაა “ბელვედერის ტორსი:_პარაკლე,ძლიერ დაზიანებული,და მაინც ძეგლი ბერძEნთა გენიის ტრიუმფისა.
არიან ქმნილებები,რომელთა ავტორი უცნობია.ერტიმაჟში ინახება ეროსი,რომელიც მშვილდას ეზიდება.მარმარილოს ეს მომხიბლავი ბიჭუნა IV საუკუნეშია გამოკვეთილი.
აფროდიტეს ქანდაკებათა შორის ყველაზე უფრო ცნობილია ორი:მედიGების ვენერა,რომელსაც ქვემოტ აწერია “ათინელი კლეომენი”,სინამდვილეში კი რომაული ასლია,პოზითაც და შესრულებითაც ძლიერ ჰგავს კაპიტოლიუმის ვენერას,ოღონდ ეს უკანასკნელი უფრო დაქალებულია.ორივენი ხელით იფარავენ სიშიშვლეს.პირველი დგას მედიGების უფიცის გალერეაში,მეორე კი III საუკუნისაა და რომის კაპიტოლიუმში ინახება.
შეუძლებელია ერთ საუბარში დიდი ანტიკური ქმნილებების ანალიზი.უბრალოდ შევავლოთ თვალი ზოგ მათგანს ოლიმპიური თამაშობათა ციკლიდან.აქ ერთინეორეს ეჯიბრება ოლიმპიური სპორტი და კლასიკური ხელოვნება.
…ჰერაკლეს ცის თაღი მზრებზე შეუდგამს.იქ დგას ათენა ქალღმერთი.
…მეკინეს ლომთა ჭიშკარი.
…ზევსის ტაძრის დასავლეთი ხედი.
…ჰერმესს ხელით უჭირავს ყრმა დიონისე.
…ათლეტი სირბილის დაწყების წინ იკრავს სანდლებს.
თითქოს ეკრანზე ხედავთ სპორტისა და ხელოვნების ტრიუმპჰს.აქ ყველა იმარჯვებს,მაგრამ ვერ ვხედავთ დამარცხებულს.ესაა ანტიკური ხელოვნების ზეიმი.
…ბერძენი მანდილოსნები ოლიმპიურ ცეცხლს აქრობენ…
…და ის მაინც გიზგიზებს,ანტიკური ხელოვნების მარად Gაუკრობელი ცეცხლი,ვითარცა სიმბოლო ხალხთა მეგობრობისა.გიზგიზებს საბერძნეტში,ხელოვნების მუზეუმებში,ოლიმპურ ასპარეზობებზე,ხალხთა გულებში…
ანტიკური ხელოვნება ცოცხლობს,ხალხთა საამაყო და სადიდებლად.”ასე ინება დიდმა კიპრიდამ…”

Subscribe to:
Posts (Atom)